საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ (სსემა) კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

0
COM

 სსემამ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში არაერთი კონკურსი დაანონსა, რომლის ფარგლებშიც მრავალი სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას.  ორი მნიშვნელოვანი კონკურსის საფინალო ეტაპზე 20-ზე მეტი სკოლა იყო აქტიურად ჩართული. სსემამ სწორედ ამ სკოლებს უმასპინძლა საპარლამენტო ბიბლიოთეკაში გამართულ  ღონისძიებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბაღათერ არაბული, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე, ჟურნალისტი, პოეტი, მსახიობი, მწერალთა კავშირის წევრი სოფო ღლონტი და ახალგაზრდა პოეტი, ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე.
 შეხვედრის მთავარი კონცეფცია მიეძღვნა ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს. როგორც იცით, ,,იუნესკომ“ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. ერთ-ერთი კონკურსი, სახელწოდებით ,,მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი.., ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“ - ბარათაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდნენ: მწერლის ბიოგრაფია და მის შემოქმედებასთან დაკავშირებული დღეს არსებული პრობლემების ანალიზი.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებიც. ისინი ჩართულები იყვნენ კონკურსში ,,ეს საქართველოა“ - რომლის მიზანსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ჩართულობისა და ინტეგრაციის გაზრდა წარმოადგენდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა წარმოეჩინათ საქართველო, როგორც კულტურული, ისე ტრადიციული ღირებულებების გათვალისწინებით. ამ პროექტში გამოვლინდა ორი გამარჯვებული სკოლა: ხოჯორნისა და ზემო ოროზმანის საჯარო სკოლები (მარნეულის მუნიციპალიტეტი).
   გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას 100, 50 და 30 ლარიანი ვაუჩერები , სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ასოციაციისგან .

 ,,მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი.., ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“კონკურსის გამარჯვებულებები :

1-ლი  ადგილი --ქალაქ თბილისის # მე-10 საჯარო სკოლა
ამუნა  მინდიაშვილი
ვერიკო ტატიშვილი
მასწავლებელი - შორენა ბერელიძე

1-ლი ადგილი --ქალაქ თბილისის # მე-10 საჯარო სკოლა
ნანა  გაფრინდშვილი
საბა ხუციშვილი
ნათია გაბინაშვილი
თათია ტაბატაძე
საბა ბარბაქაძე
მასწავლებელი -ნათია  ჩაჩანიძე

მე-2 ადგილი --  ქალაქ თბილისის  #154 -ე საჯარო სკოლა
ლაშა გელაშვილი
ლილე  წულუკიძე
სერგო ჯიქია
ბარბარე  შარაშენიძე
სანდრო იაშვილი
მასწავლებელი - ეკატერინე შარაშენიძე

მე-3 ადგილი  --- სსიპ ქარელის  მუნიციპალიტეტის  სოფელი აგარის საჯარო სკოლის მეათე  კლასი
ნუცა  პაპიაშვილი
ვახტანგ  გოგინაშვილი
ნათია ლურსმანაშვილი
ლიკა ქველიძე
ლედი მამიჯანაშვილი
მასწავლებელი -მანანა მეყანწიშვილი

ქალაქ რუსთავის  23-ე საჯარო სკოლა
გვანცა გამყრელიძე,
ეკატერინე ნანავა,
თამარ თვბერიძე,
ნათია თავაძე
მასწავლებელი- ლელა კვარაცხელია

ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის XI კლასის
ქრისტინე გოგორიშვილი
გიორგი მჟავია
ლაშა სოხანეიშვილი
ქეთევან ბაღდავაძე
ნიკა კორძაძე
მასწავლებელი - ქეთევან ძაგნიძე

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა
შოთა  აბულაძე
თამარ ფანცულაია
ანა ღვამბერია
მასწავლებელი-სოფიო ღლონტი

კონკურსი----   ეს საქართველოა “
დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა
აიგუნ გასანოვა
აისუ რამაზანოვა
მასწავლებელი -ქეთევან შანიძე

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლა
მარტინა ვერმიშიანი
ლუსინე არზუმანიანი
ნელი მატოსიანი
ეთერა ავეტისიანი

მასწავლებელი -ლალი მარგიანი 



































კონკურსის შედეგები

0
COM
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციას  გამოცხადებული ჰქონდა 2 კონკურსი: ნიკოლოზ ბარათაშვილის   საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის  ნიკოლოზ ბარათაშვილის  ბიოგრაფიულსა და შემოქმედებით თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი - „ მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი... ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“ რომლის მიზანი  იყო პოეტის  ღვაწლის პოპულარიზაცია. გარდა ამისა, კონკურსი ემსახურებოდა მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობისაა და პრეზენტაციის უნარების გამოვლენასა და განვითარებას და მეორე კონკურსი  არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის თემაზე: „ეს საქართველოა“, სადაც, კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ საქართველოს თემატიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტები.

 გთავაზობთ კონკურსების შეფასების შედეგებით გამოვლენილ საუკეთესო  ბლოგებისა და  სინფორმაციო ბუკლეტების ავტორ სკოლებს : 

  1. ქარელის მუნიციპალიტეტის აგარის საჯარო სკოლა (ნუცა პაპიაშვილი, ვახტანგ  გოგინაშვილი, ნათია ლურსმანაშვილი, ლიკა ქველიძე, ლედი მამიჯანაშვილი)
  2. ქალაქ თბილისის  N 154 საჯარო სკოლა (ლაშა გელაშვილი, ლილე წულუკიძე, სერგო ჯიქია, ბარბარე  შარაშენიძე, სანდრო იაშვილი)
  3. ქალაქ თბილისის N 10 საჯარო სკოლა (თამუნა  მინდიაშვილი, ვერიკო ტატიშვილი)
  4. ქალაქ თბილისის N 10 საჯარო სკოლა (ნანუკა გაფრინდშვილი, საბა ხუციშვილი, ნათია გაფრინდაშვილი, თათია ტაბატაძე, საბა ბარბაქაძე)
  5. რუსთავის 23-ე საჯარო სკოლა ( გვანცა გამყრელიძე, ეკატერინე ნანავა, თამარ თავბერიძე, ნათია თავაძე)
  6. ქალაქ ვანის N 2 საჯარო სკოლა (ქრისტინე გოგორიშვილი, გიორგი მჟავია, ლაშა სოხანეიშვილი, ქეთევან ბაღდავაძე, ნიკა კორძაძე)
  7. სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N 2 საჯარო სკოლა (შოთა აბულაძე, თამარ ფანცულაია, ანა ღვამბერია)
  8. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა
  9. სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო            
დასახელებული სკოლების ბლოგებისა და ბუკლეტების ავტორი მოსწავლეები ხელმძღვანელ პედაგოგებთან ერთად უნდა მობრძანდეთ 8 დეკემბერს , 3 საათზე , მისამართზე: ქალაქი თბილისი , ლადო გუდიაშვილის N 7. საპარლამენტო ბიბლიოთეკა, სადაც გაიმართება კონკურსის  დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსში მონაწილე გამარჯვებული მოსწავლები წარუდგენენ აუდიტორიას თავიანთ ნამუშევრებს. რაც შეეხება დაკავებულ საპრიზო ადგილს, შევინახავთ სიურპრიზად და  გაიგებთ უშუალოდ დაჯილდოებისას .           

სსემას საჯარო პრეზენტაცია

0
COM
13 აპრილს პრლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარდგენა.
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია (სსემა) პირველი საგნობრივი გაერთიანებაა ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ასოციაცია ოფიციალურად დაფუძნდდა 2017 წლის 3 მარტს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ახლადდაფუძნებული ასოციაციის მიზნები, საქმიანობის ფორმები, სამომავლო გეგმები.
სსემა-ს მიზნებია:
· ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელთათვის ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება - გამოყენების მიზნით;
·  ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელთა პროფესიული სირთულეების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების ძიება;
·         სხვა საგნებთან ინტეგრირების გზებისა და მეთოდების მოძებნა;
·         ქართულ და უცხოურ საგანანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

სსემას პრეზენტაციას დაესწრნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებლები , აკადემიური წრის წარმომადგენლები.





სსემას პრეზენტაცია

0
COM