მასწავლებელთა კონფერენცია - „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“

0
COM

 საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცი 2023 წლის აპრილში სახელმწიფო ენის მასწავლებელთათვის  მართავს კონფერენციას, სახელწოდებით:  „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“. კონფერენციის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას  ასოციაციასთან ერთად უზრუნველყოფს სულაკაურის გამომცემლობა/Sulakauri Publishing.

კონფერენციის მიზანი:

კონფერენციის მიზანია ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობა გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება,  გაიაქტიურონ ცოდნა სწავლების უახლესი  მიდგომების, სტრატეგიებისა და არსებული სასწავლო რესურსების მიმართულებით. ყოველივე ეს მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი სასწავლო პრაქტიკა მაქსიმალურად პროდუქტიული გახადონ.

კონფერენციის თემები

  • სწავლების თანამედროვე მიდგომები - პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
  • ·         ინტეგრირებული სწავლება;
  • ·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება  სწავლების პროცესში;
  • ·         მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება  სწავლების პროცესში;
  • ·         ინკლუზიური გარემო საგნის სწავლებისას;
  • ·         საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში;
  • ·         ინოვაციური მეთოდები;
  • ·         საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • ·         არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
  • ·         მშობელთა და  თემის ჩართულობა;
  • ·         კლასის მართვა;
  • ·         კომუნიკაცია და სხვა.

კონფერენციის მომხსენებლები

კონფერენციის მომხსენებელი შეიძლება იყოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის,  ასევე ქართული, როგორც მეორე ენის მოქმედი მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ნერგავს საუკეთესო პრაქტიკას და აქვს სურვილი ეს პრაქტიკა კოლეგებს გაუზიაროს. კონფერენციაზე მომხსენებელი შესაძლებელია ასევე იყოს  მასწავლებლის მომზადების  აკრედიტირებული პროგრამის ლექტორი/სტუდენტი.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:

·         გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარება;

·         არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;

·         მშობელთა და საზოგადოების (თემის ) ჩართულობა;

·         ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;

·         მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა

 კონფერენციის მომხსენებლად რეგისტრაცია

 კონფერენციაზე  „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“  მოხსენების/ პრეზენტაციის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ  22 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით  ბმულზე  და ატვირთონ აბსტრაქტი. აბსტრაქტში აღწერილი უნდა იყოს აქტივობის/პროექტის მიზანი, გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები. აბსტრაქტში ასევე უნდა ჩანდეს, თუ როგორ ეფუძნება გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს და რამდენად ატარებს ინოვაციურ/შემოქმედებით ხასიათს.

კონფერენციაზე მოხსენების ფორმატი

კონფერენციაზე მოხსენება წარმოდგენილ უნდა იყოს მოხსენების/პრეზენტაციის ფორმატში. სესიაზე მომხსენებელს ეძლევა 15 წუთი პრეზენტაციისათვის.

მომხსენებელთა შერჩევა

წარმოდგენილი აბსტრაქტები შეფასდება მოცემული  რუბრიკის  გამოყენებით. იმისათვის, რომ წარმოდგენილი აბსტრაქტი ექვემდებარებოდეს შეფასებას, ის უნდა:

1. შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;
2.
გამოგზავნილ იქნას მიმთითებულ ვადებში;
3.
აკმაყოფილებდეს  ფორმატის შემდეგ  მოთხოვნებს:  

  • სიტყვათა რაოდენობა: 300-350
  • ფონტი და ზომა: Sylfaen, 11
  • ხაზებს შორის დაშორება: 1.5

დადგენილი წესების დარღვევით წარმოდგენილი აბსტრაქტები არ განიხილება. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. 

კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები

ეტაპი

თარიღი

 მომხსენებელის რეგისტრაცია და აბსტრაქტების ჩაბარება

 22 თებერვალი - 15 მარტი  

 აბსტრაქტების შეფასება და უკუკავშირის გაგზავნა

 15 - 25 მარტი

 პრეზენტაციის წარდგენა (ელფორმით

 27 - 30 მარტი

 კონფერენციის ჩატარების თარიღი

აპრილი

 შერჩეულ მომხსენებლებს  კონფერენციის ჩატარების ზუსტი რიცხვი და ადგილი გეცნობებათ დამატებით.  

 შერჩეული  ნაშრომები წარმოდგენილი იქნება  კონფერენციაზე.

სამი საუკეთესო მოხსენების ავტორს ასოციაციისგან გადაეცემა ფასიანი პრიზები:

I ადგილი - წიგნის 150 ლარიანი ვაუჩერი;

II ადგილი - წიგნის 100 ლარიანი ვაუჩერი;

III ადგილი - წიგნის 50 ლარიანი ვაუჩერი;

სულაკაურის გამომცემლობა თავის რჩეულს გადასცემს  წიგნის 100 ლარიან ვაუჩერს;

ველა მომხსენებელს  გადაეცემა სერტიფიკატი.

 

ბლოგების კონკურსი

1
COM

კონკურსის შესახებ

კონკურსის ლაიტმოტივი: „თუ თქვენ მხოლოდ იმას კითხულობთ, რასაც სხვები, მაშინ თქვენც მხოლოდ იმას იფიქრებთ, რასაც სხვები ფიქრობენ“, ხოლო თუ თქვენ ისე კითხულობთ, როგორც თქვენ, მაშინ ისე იფიქრებთ, როგორც თქვენ ფიქრობთ.

  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ თქვენი ინდივიდუალიზმი არ დაკარგოთ;
  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ შეძლოთ საკუთარ თავთან დიალოგი;
  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ სხვებსაც გაუზიაროთ თქვენი ნააზრევი;
  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ თქვენ შეძლოთ ეფექტური კომუნიკაცია;

ამიტომ...   წაიკითხე, იფიქრე, შექმენი, გაგვიზიარე!

კონკურსის თემატიკა:

1.      თაობათა შორის დაპირისპირება;

2.      ომი და მშვიდობა;

3.      ტექნოლოგიები და „კომუნიკაციის ხმაური“.

 

კონკურსის მიზანი:

· განათლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა შორის კითხვის, წერის, შემოქმედებითი და  კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;

·  საჯარო და კერძო სკოლების მიერ კონკურსისათვის გამოცხადებულ თემებზე ბლოგების /ვებგვერდების / შექმნა;

 

·  მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული პრეზენტაციის უნარების განვითარება.

 

       კონკურსის ამოცანები:

·         მოსწავლეები საკონკურსო  თემაზე შექმნიან,  ჩამოაყალიბებენ საკუთარ ხედვას;

·         მოსწავლეები საკუთარ ნააზრევს   წარმოადგენენ ვებგვერდის /ბლოგის/ სახით.

  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებს.

·         ბლოგი /ვებგვერდი/ შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;

·        ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია /„ჩვენ შესახებ“/, რომელშიც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონკურსანტების და კონსულტანტების შესახებ /ასევე საკონტაქტო ინფორმაცია/.

 

კონკურსის ორგანიზება და ჩატარების პირობები:

კონკურსის ორგანიზატორია და ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია

 კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება სავალდებულოა ყველასათვის;

 

კონკურსის ჩატარების ეტაპები და ვადები:

კონკურსი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2023 წლის 31 მარტამდე;

კონკურსის შეჯამება-დაჯილდოება - 2023 წლის აპრილი.

ბლოგების შეფასების კრიტერიუმები:

კომისია კონკურსში რეგისტრირებულ ბლოგებს დააკვირდებიან და შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 

  • ბლოგის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან;
  • ვებგვერდის /ბლოგის/ დიზაინი და სტრუქტურა;
  • ბლოგზე განთავსებული ჩანაწერების შინაარსი და ხარისხი;
  • გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა /მითითება/;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი;
  • შემოქმედებითი და კვლევითი კომპონენტი
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ავტორების მიერ სტატიებისა და ფოტო-მასალის გამოქვეყნებისას საავტორო უფლებების დაცვას. ასეთ მასალებზე მითითებული უნდა იყოს ავტორი;
  • ის ბლოგები, რომლებზეც პოსტების უმეტესობა იქნება დაკოპირებული ინტერნეტიდან ან სხვა რესურსებიდან და არ იქნება დაფიქსირებული ავტორის მოსაზრებები, შეფასდება მინიმალური ქულებით.
გამარჯვებული ბლოგების გამოვლენა და დაჯილდოება:

კომისია გამოავლენს 3/სამ/ გამარჯვებულ ბლოგს:

I ადგილი - 150-ლარიანი წიგნის ვაუჩერი

II ადგილი - 100-ლარიანი წიგნის ვაუჩერი

III ადგილი - 50-ლარიანი წიგნის ვაუჩერი

ბლოგების კონკურსში მონაწილე ყველა დარეგისტრირებული სკოლასა და კონსულტანტ მასწავლებელს გადაეცემა მონაწილეობისა და მადლობის სიგელები. 

P.S. თითოეული სკოლა ირჩევს ერთ თემას და იმ თემაზე   ქმნის ბლოგს (არაა აუცილებელი ერთმა სკოლამ ყველა თემა დაამუშაოს, რადგან მოწმდება ბლოგის შექმნის ხარისხი და არა თემათა სიმრავლე).

განაცხადის წარდგენა

საკონკურსო განაცხადი იგზავნება ელექტრონულად არაუგვიანეს 30 აპრილისა ელფოსტაზე: teachersgeorgian@gmail.com 

სათაურის ველში უნდა მიეთითოს კონკურსის სახელწოდება. წერილში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სკოლის, კლასის, პედაგოგისა და მოსწავლეების შესახებ (სახელები და გვარები) და მიეთითოს საკონკურსო ბლოგის ბმული.

„ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა!”

0
COM

 

საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით  აცხადებს პროექტს თემაზე: „ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა!

კონსტიტუცია ადამიანის უმთავრესი მონაპოვარია და  ის არის გარანტი ჩვენი საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების. ამ პროექტის განხორციელების მიზანია საუბარი იმაზე, თუ როგორ აისახა ქართულ ხელოვნებაში ეს ღირებულებები.

პროექტი განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების ყველა საფეხურის მოსწავლეთათვის.

პროექტის მიზანი:

  •  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
  •  შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • კრიტიკული აზროვნება
  •  ქვეყნის ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების მიმართ საკუთარი პასუხიმგებლობის გააზრება;
  • ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
  • ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

       პროექტის აქტივობები, მსვლელობა და ვადები

ეტაპები

აქტივობა

აქტივობის ფორმა

აქტივობის წარდგენის ფორმა

ვადა

1-ლი ეტაპი

რეგისტრაციის გავლა

პროექტის ხელმძღვანელმა მასწავლებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ სპეციალური ფორმა

სარეგისტრაციო ფორმა

15/03/2021-მდე

მე-2 ეტაპი

პროექტში ჩართული სკოლების თვითწარდგენა

მოსწავლეებმა სასურველი ფორმით უნდა გააცნონ ერთმანეთს თავიანთი სკოლა, თემი, ქალაქი. 

წარდგენები იტვირთება/იწერება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის   სკოლის საკუთარ გვერდზე.

 22/03/-26/03/ 2021წ

მე-3 ეტაპი

პროექტის ლოგოს შექმნა

ლოგოს წარმოდგენა შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმატით

კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ლოგო იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე.

29/03/-02/04/ 2021წ

მე-4 ეტაპი

„პოდკასტის“[i] წარმოდგენა

მოსწავლეებმა უნდა განიხილონ მათთვის სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც ასახული იქნება ეს თემა და წარმოადგინონ „პოდკასტის“ სახით

კლასში/ჯგუფში შექმნილი ყველა პოდკასტი  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. 

5/04/-14/04/ 2021წ.

შუალედური შეფასება - ონლაინ ჩართვა. ონლაინ ჩართვაზე ხდება შესრულებული დავალებების მონიტორინგი და შეფასება, ტექნიკურ პრობლემებზე საუბარი და 5 საუკეთესო „პოდკასტის“ გამოვლენა, რომლებიც გამოქვეყნდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. ონლაინ ჩართვა-17/04/2021 წ 20:00 საათზე

მე-4 ეტაპი

„ფერწერული ტილო“ 

მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ  მათ მიერ არჩეული ფერწერული ტილო/კომპოზიცი, რომელშიც ასახული იქნება ეს თემა და ისაუბრონ, ავტორის მთავარ სათქმელზე (ყურადღება უნდა მიაქცეს ფერებსა და გამოსახულებებს, მათ შორის არსებულ კავშირებს)

ყველა ნამუშევარი იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე.

19/04/-30/04/2021წ

მე-5 ეტაპი

„მუსიკალური კომპოზიცია“

მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ  მუსიკალური კომპოზიცია (ჟანრი თავისუფალია) და ისაუბრონ იმ ემოციებზე, რა ემოციები აღუძრათ ამ მელოდიამ, დაასაბუთონ, რატომ ფიქრობენ,  რომ ამ მელოდიაში თავისუფლება „იკითხება“ და გამოხატონ  საკუთარი დამოკიდებულება შერჩეული მუსიკალური კომპოზიციის მიმართ.

კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევარი  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე 

3.05.-14.05. 2021წ



[i] სიტყვა Podcast-ი ინტერნეტში წარმოიშვა. ის მიღებულია ორ სიტყვისგან: Pod და Cast-ს. Pod-ი წარმოშობილია ipod-ისგან და აუდიო პლეერს ნიშნავს, იგივეა რაც MP 3 პლეიერი. Cast-ი კი სიტყვა Broadcast-ის ნაწილია . იგი ინგლისური სიტყვაა და ტელერადიო მაუწყებლობას ნიშნავს. ახლა სიტყვა პოდკასტი რომ ვთარგმნოთ, გამოვა: გადაცემა MP 3 პლეერისთვის. თვიდან პოდკასტი მხოლოდ მოსასმენ მასალას ნიშნავდა. მაგრამ დღეს უკვე ვიდეო პოდკასტებიც არსებობს. შემოკლებით ვოდკასტი. VOD ნიშნავს „Video On Demand“ – „ვიდეო სურვილისამებრ“.

   პროექტის დასკვნითი ღონისძიება იქნება ონლაინ კონფერენცია, სადაც შეფასების შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო ლოგოს, პოდკასტის, ფერწერულ ტილოსა და მუსიკალურ კომპოზიციაზე შექმნილი ჩანახატების ავტორი მოსწავლე/მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.  კონფერენციას დაესწრება პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგი. პედაგოგებს გადაეცემათ სერტიფიკატები. საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ პორტალზე. კონფერენციის ჩატარების დრო გეცნობებათ მოგვიანებით.

პროექტში ჩართვის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსოთ ფორმა 15 მარტამდე. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ

იმედი გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის და წარმატებას გისურვებთ!

 

კონფერენცია: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ქართული ენის გაკვეთილებზე“

1
COM

საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია
კონფერენციის სახელწოდება: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ქართული ენის გაკვეთილებზე“
კონფერენციის მიზანი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კონფერენციის თემა: ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
კონფერენციის ეტაპები:
პირველი ეტაპი: მოხსენებების გადარჩევა
კომისია განიხილავს კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველთა მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს და  შემოსული მოხსენებებიდან შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს  კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.
მეორე ეტაპი: კონფერენცია
შერჩეული საუკეთესო ნაშრომები წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.
კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელთა რეგისტრაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო/კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.  კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი (იხილეთ ბმული) გააგზავნოს  სახელმწიფო ენის მასწავლებელთა
ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: TAGSL@teacher.ge
ზემოხსენებული დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონულად არაუგვიანეს 2020 წლის  20 მარტისა.
პირველადი შერჩევის შემდეგ გეცნობებათ დამატებითი დეტალები.
გისურვებთ წარმატებას!

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი
სახელი..................................................
გვარი ........................................................
პირადი ნომერი .......................................
რაიონი/რეგიონი .........................................
ელექტრონული მისამართი ..............................
ტელეფონის ნომერი .................................................
სკოლა ......................................................
განაცხადის დანართები:
1. მოხსენება
მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: word-ის დოკუმენტი, არაუმეტეს ოთხი გვერდი, A4 ფორმატი,  Sylfaen 11 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1,5.)
მოიცავდეს:
ü  მოხსენების სათაური;
ü  შესავალი (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი);
ü  მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა (მაქსიმუმ ორი გვერდი);
ü  შედეგი (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
ü  დასკვნა (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი);
ü  გამოყენებული ლიტერატურა.
2. პრეზენტაცია
პრეზენტაციის ფორმა:
ზეპირი მოხსენების თეზისები საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), მოხსენების რეგლამენტი - 15 წუთი (მაქსიმუმ 20 სლაიდი)

1
COM
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია იწყებს ახალ დისტანციურ ქსელურ პროექტს: " საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში".

პროექტის მიზანი:
  • მოსწავლეებში ლიტერატურის შესწავლის ინტერესის  გაღვივება/ გაძლიერება ;
  • მოსწავლეთა აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის ფორმირება ;
  • საგანთაშორისი კავშირების განხორციელება.
პროექტის ამოცანები:
  • მოსწავლეებში საპროექტო მასალების გაფორმების ჩამოყალიბება და სრულყოფა;
  • პროექტის განხორციელების პროცესში ერთ საერთო პრობლემაზე მომუშავე   ერთიანი შემოქმედებითი გუნდის ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეთა და პედაგოგთა შემოქმედებითი პოტენციალის გაღრმავება

პროექტის შესახებ

1. პროექტში მიიღება საყვარელი მწერლის შესახებ შექმნილი ინდივიდუალური და გუნდური კვლევითი ნამუშევრები. ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს pdf ფაილის სახით (ნამუშევრები არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ ფურცელს).
2. ვინაიდან პროექტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით - რადიოსპექტაკლი, ვირტუალური ექსკურსია, დასურათებული ნაწარმოები, მწერლის შემოქმედების კვლევა - საპროექტო მასალები უნდა გამოიგზავნოს კონკრეტული მიმართულების დასახელებით.
3. ნამუშევრები შექმნილი უნდა იყოს მოსწავლეების მიერ (გამოგზავნილ ნაშრომებში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ავტორის ვინაობა, სკოლა, კლასი, ნაშრომებს უნდა ჰქონდეს ბიბლიოგრაფია( ასეთის არსებობის შემთხვევაში) 

პროექტის მონაწილეები:

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლების მე-5-მე-12 კლასის მოსწავლეებს.

პროექტის ეტაპები:
1. რეგისტრაცია 13 სექტემბერი - 30 სექტემბერი 2018 წელი
2. პროექტის მონაწილეთა დისტანციური შეხვედრა 2018 წლის 5 ოქტომბერი
3. მონაწილე სკოლების მიერ საკუთარი ინდივიდუალური პროექტის გეგმა მიზან-ამოცანებით - 2018 წლის 8-12 ოქტომბერი
4. სკოლებში მუშაობა 14 ოქტომბერი- 30 ნოემბერი
5. მასალების მიღება 2018 წლის 3-7 დეკემბერი ( მასალები უნდა გამოიგზავნოს ასოციააცის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tagsl@teacher.ge, მასალებს უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი და მითითებული იყოს საპროექტო მიმართულება)
6. ნამუშევრების განხილვა, შეფასება, შედეგები 2018 წლის 8-14 დეკემბერი
7. გამარჯვებულ მონაწილეთა დასახელება და ნამუშევრების გამოქვეყნება -2018 წლის 19 დეკემბერი

მასალებს უნდა ერთვოდეს  შემდეგი აღწერილობა

რესურსის აღწერა:
  1. კლასი

  1. სამუშაოს თემა:

  1. ხელმძღვანელი მასწავლებელი

  1. კონსულტანტ მასწავლებელი (არსებობის შემთხვევაში

  1. მოსწავლე

  1. ქალაქი

  1. რაიონი

  1. სასწავლო დაწესებულება  

  1. ელ ფოსტა  


პროექტში არ მიიღება
·  ნამუშევრები აღწერის გარეშე;
·  ტექნიკურად გაუმართავი ნამუშევრები
მედია ობიექტის წარმოდგენა
კვლევითი სამუშაო შეიძლება შეიცავდეს მულტიმედიურ ელემენტს:
ვიდეო/აუდიო ფრაგმენტები, ანიმირებული ობიექტები და სხვა  
პროექტის შეჯამება
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
გამოვლინდება ოთხივე  მიმართულებით  4 გამარჯვებული და გადაეცემათ დიპლომები
·         ერთი პირველი
·         ერთი მეორე
·         ორი მესამე

პროექტის ხელმძღვანელებს გადაეცემათ სერტიფიკატები 

პროექტის მიმართულებები:

1. დასურათებული ნაწარმოები ( რეკომენდაცია) 
2. რადიოსპექტაკლი (რეკომენდაცია )
3. ვირტუალური ექსკურსია   (რეკომენდაცია )

4. მწერლის შემოქმედების კვლევა (რეკომენდაცია)

 მონაწილეთა რეგისტრაცია