მასწავლებელთა კონფერენცია - „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცი 2023 წლის აპრილში სახელმწიფო ენის მასწავლებელთათვის მართავს კონფერენციას, სახელწოდებით: „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“. კონფერენციის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ასოციაციასთან ერთად უზრუნველყოფს სულაკაურის გამომცემლობა/Sulakauri Publishing.
კონფერენციის
მიზანი:
კონფერენციის
მიზანია ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს
მისცეს შესაძლებლობა გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, გაიაქტიურონ ცოდნა სწავლების უახლესი მიდგომების, სტრატეგიებისა და არსებული სასწავლო
რესურსების მიმართულებით. ყოველივე ეს მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი სასწავლო
პრაქტიკა მაქსიმალურად პროდუქტიული გახადონ.
კონფერენციის
თემები
- სწავლების თანამედროვე მიდგომები - პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
- ·
ინტეგრირებული
სწავლება;
- ·
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში;
- ·
მოსწავლეთა
განმავითარებელი შეფასება სწავლების პროცესში;
- ·
ინკლუზიური
გარემო საგნის სწავლებისას;
- ·
საგნობრივი
ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში;
- ·
ინოვაციური
მეთოდები;
- ·
საგაკვეთილო
პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
- ·
არაფორმალური
განათლების ხელშეწყობა;
- ·
მშობელთა
და თემის ჩართულობა;
- ·
კლასის
მართვა;
- ·
კომუნიკაცია
და სხვა.
კონფერენციის
მომხსენებლები
კონფერენციის
მომხსენებელი შეიძლება იყოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ქართული, როგორც მეორე ენის მოქმედი მასწავლებელი,
რომელიც საგაკვეთილო პროცესში ნერგავს საუკეთესო პრაქტიკას და აქვს სურვილი ეს პრაქტიკა
კოლეგებს გაუზიაროს. კონფერენციაზე მომხსენებელი შესაძლებელია ასევე იყოს მასწავლებლის მომზადების აკრედიტირებული პროგრამის ლექტორი/სტუდენტი.
კონფერენციის
ძირითადი მიმართულებები:
·
გამჭოლი
პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარება;
·
არაფორმალური
განათლების ხელშეწყობა;
·
მშობელთა
და საზოგადოების (თემის ) ჩართულობა;
·
ინკლუზიური
განათლების პრინციპების დანერგვა;
·
მესამე
თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა
კონფერენციის მომხსენებლად რეგისტრაცია
კონფერენციაზე „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ქართული
ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“ მოხსენების/
პრეზენტაციის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ
22 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით ბმულზე და ატვირთონ აბსტრაქტი. აბსტრაქტში აღწერილი უნდა
იყოს აქტივობის/პროექტის მიზანი, გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები. აბსტრაქტში ასევე
უნდა ჩანდეს, თუ როგორ ეფუძნება გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები მოსწავლეზე ორიენტირებული
სწავლების პრინციპებს და რამდენად ატარებს ინოვაციურ/შემოქმედებით ხასიათს.
კონფერენციაზე მოხსენების ფორმატი
კონფერენციაზე მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს მოხსენების/პრეზენტაციის ფორმატში. სესიაზე მომხსენებელს ეძლევა 15 წუთი პრეზენტაციისათვის.
მომხსენებელთა შერჩევა
წარმოდგენილი აბსტრაქტები შეფასდება მოცემული
რუბრიკის გამოყენებით. იმისათვის, რომ წარმოდგენილი აბსტრაქტი ექვემდებარებოდეს შეფასებას, ის უნდა:
1. შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;
2. გამოგზავნილ იქნას მიმთითებულ ვადებში;
3. აკმაყოფილებდეს ფორმატის შემდეგ მოთხოვნებს:
- სიტყვათა რაოდენობა: 300-350
- ფონტი და ზომა: Sylfaen, 11
- ხაზებს შორის დაშორება: 1.5
დადგენილი წესების დარღვევით წარმოდგენილი აბსტრაქტები არ განიხილება. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები
ეტაპი |
თარიღი |
მომხსენებელის რეგისტრაცია და აბსტრაქტების ჩაბარება |
22 თებერვალი - 15 მარტი |
აბსტრაქტების შეფასება და უკუკავშირის გაგზავნა |
15 - 25 მარტი |
პრეზენტაციის წარდგენა (ელ. ფორმით) |
27 - 30 მარტი |
კონფერენციის ჩატარების თარიღი |
აპრილი |
შერჩეულ მომხსენებლებს კონფერენციის ჩატარების ზუსტი რიცხვი და ადგილი გეცნობებათ დამატებით.
შერჩეული ნაშრომები წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.
სამი საუკეთესო მოხსენების ავტორს ასოციაციისგან გადაეცემა ფასიანი პრიზები:
I ადგილი - წიგნის 150 ლარიანი ვაუჩერი;
II ადგილი - წიგნის 100 ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი - წიგნის 50 ლარიანი ვაუჩერი;
სულაკაურის გამომცემლობა თავის რჩეულს გადასცემს წიგნის 100 ლარიან ვაუჩერს;
ყველა მომხსენებელს გადაეცემა სერტიფიკატი.
Комментариев нет:
Отправить комментарий