ბლოგების კონკურსი

1
COM

კონკურსის შესახებ

კონკურსის ლაიტმოტივი: „თუ თქვენ მხოლოდ იმას კითხულობთ, რასაც სხვები, მაშინ თქვენც მხოლოდ იმას იფიქრებთ, რასაც სხვები ფიქრობენ“, ხოლო თუ თქვენ ისე კითხულობთ, როგორც თქვენ, მაშინ ისე იფიქრებთ, როგორც თქვენ ფიქრობთ.

  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ თქვენი ინდივიდუალიზმი არ დაკარგოთ;
  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ შეძლოთ საკუთარ თავთან დიალოგი;
  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ სხვებსაც გაუზიაროთ თქვენი ნააზრევი;
  • ამიტომაა აუცილებელი წაიკითხოთ ის და ისე, რომ თქვენ შეძლოთ ეფექტური კომუნიკაცია;

ამიტომ...   წაიკითხე, იფიქრე, შექმენი, გაგვიზიარე!

კონკურსის თემატიკა:

1.      თაობათა შორის დაპირისპირება;

2.      ომი და მშვიდობა;

3.      ტექნოლოგიები და „კომუნიკაციის ხმაური“.

 

კონკურსის მიზანი:

· განათლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა შორის კითხვის, წერის, შემოქმედებითი და  კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;

·  საჯარო და კერძო სკოლების მიერ კონკურსისათვის გამოცხადებულ თემებზე ბლოგების /ვებგვერდების / შექმნა;

 

·  მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული პრეზენტაციის უნარების განვითარება.

 

       კონკურსის ამოცანები:

·         მოსწავლეები საკონკურსო  თემაზე შექმნიან,  ჩამოაყალიბებენ საკუთარ ხედვას;

·         მოსწავლეები საკუთარ ნააზრევს   წარმოადგენენ ვებგვერდის /ბლოგის/ სახით.

  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ  საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებს.

·         ბლოგი /ვებგვერდი/ შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის;

·        ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია /„ჩვენ შესახებ“/, რომელშიც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონკურსანტების და კონსულტანტების შესახებ /ასევე საკონტაქტო ინფორმაცია/.

 

კონკურსის ორგანიზება და ჩატარების პირობები:

კონკურსის ორგანიზატორია და ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია

 კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება სავალდებულოა ყველასათვის;

 

კონკურსის ჩატარების ეტაპები და ვადები:

კონკურსი უნდა განხორციელდეს და დასრულდეს 2023 წლის 31 მარტამდე;

კონკურსის შეჯამება-დაჯილდოება - 2023 წლის აპრილი.

ბლოგების შეფასების კრიტერიუმები:

კომისია კონკურსში რეგისტრირებულ ბლოგებს დააკვირდებიან და შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 

  • ბლოგის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან;
  • ვებგვერდის /ბლოგის/ დიზაინი და სტრუქტურა;
  • ბლოგზე განთავსებული ჩანაწერების შინაარსი და ხარისხი;
  • გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა /მითითება/;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი;
  • შემოქმედებითი და კვლევითი კომპონენტი
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ავტორების მიერ სტატიებისა და ფოტო-მასალის გამოქვეყნებისას საავტორო უფლებების დაცვას. ასეთ მასალებზე მითითებული უნდა იყოს ავტორი;
  • ის ბლოგები, რომლებზეც პოსტების უმეტესობა იქნება დაკოპირებული ინტერნეტიდან ან სხვა რესურსებიდან და არ იქნება დაფიქსირებული ავტორის მოსაზრებები, შეფასდება მინიმალური ქულებით.
გამარჯვებული ბლოგების გამოვლენა და დაჯილდოება:

კომისია გამოავლენს 3/სამ/ გამარჯვებულ ბლოგს:

I ადგილი - 150-ლარიანი წიგნის ვაუჩერი

II ადგილი - 100-ლარიანი წიგნის ვაუჩერი

III ადგილი - 50-ლარიანი წიგნის ვაუჩერი

ბლოგების კონკურსში მონაწილე ყველა დარეგისტრირებული სკოლასა და კონსულტანტ მასწავლებელს გადაეცემა მონაწილეობისა და მადლობის სიგელები. 

P.S. თითოეული სკოლა ირჩევს ერთ თემას და იმ თემაზე   ქმნის ბლოგს (არაა აუცილებელი ერთმა სკოლამ ყველა თემა დაამუშაოს, რადგან მოწმდება ბლოგის შექმნის ხარისხი და არა თემათა სიმრავლე).

განაცხადის წარდგენა

საკონკურსო განაცხადი იგზავნება ელექტრონულად არაუგვიანეს 30 აპრილისა ელფოსტაზე: teachersgeorgian@gmail.com 

სათაურის ველში უნდა მიეთითოს კონკურსის სახელწოდება. წერილში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სკოლის, კლასის, პედაგოგისა და მოსწავლეების შესახებ (სახელები და გვარები) და მიეთითოს საკონკურსო ბლოგის ბმული.