კონკურსი

ნიკოლოზ ბარათაშვილის  ბიოგრაფიულსა და შემოქმედებით თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი - „ მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი... ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“



როგორც იცით, 2017 წლის 4 დეკემბერს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ პოეტს,  ნიკოლოზ ბარათაშვილს, დაბადებიდან 200 წელი შეუსრულდა.
„იუნესკომ" ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 200 წლისთავი, 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აცხადებს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ნიკოლოზ ბარათაშვილის  ბიოგრაფიულსა და შემოქმედებით თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსს - „ მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი... ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“
კონკურსის მიზანს წარმოადგენს ნიკოლოზ ბარათაშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, გარდა ამისა, კონკურსი ემსახურება მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობისაა და პრეზენტაციის უნარების გამოვლენას და განვითარებას.
კონკურსანტების მიერ მომზადებულ ბლოგებში ასახული უნდა იყოს უშუალოდ მოსაწავლეების მიერ დანახული თემა, საკითხი, პრობლემა, რომლებიც უკავშირდება მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.  ბლოგებში სასურველია, ჩანდეს ორი ძირითადი მიმართულების ინფორმაცია:
1. ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია
2. ბარათაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული დღეს არსებული პრობლემების ანალიზი.
 სასურველია, მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ საკუთარი ხედვა მწერლის შემოქმედებასთან დაკავშირებით.

კონკურსის პირობები:
კონკურში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მოსწავლეს.
საკონკურსო მასალების შემუშავებაში უნდა მონაწილეობდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მონაწილეობა დასაშვებია კონკურსანტისთვის სწორი მიმართულებების მისაცემად;
ბლოგი შექმნილი უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის და უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უშუალოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ.
ბლოგში უნდა იყოს ცალკე სექცია („ჩვენ  შესახებ“), რომელშიც განთავსებული იქნება ინფორმაცია კონკურსანტების შესახებ (ასევე საკონტაქტო ინფორმაცია);
თითოეული სკოლა ასოციაციაში წარმოადგენს 1 ან 2 საუკეთესო ნამუშევარს; ბლოგების ელექტრონულ მისამართი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტით: TAGSl@teacher.ge . ელ-ფოსტის (“subject”) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სკოლის სრული სახელწოდება;
ასოციაციაში შექმნილი კომისიის მიერ  პირველ ეტაპზე შერჩეული ბლოგების ავტორები ასოციაციაში გააკეთებენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.
კომისია შეარჩევს 10 გამარჯვებულ ბლოგს. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები/სიგელები. ხოლო პირველ სამ ადგილზე გასულებს  წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით.
პირველ ადგილზე გასულს- 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი;
მეორე და მესამე ადგილზე გასულებს- 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.

ბლოგების შეფასებისას ყურადღება მიექცევა შემდეგ კრიტერიუმებს:
1. ბლოგის  სტრუქტურა;
2.  კვლევითი კომპონენტი და სხვადასხვა სახის კომპონენტების შერჩევა - სისტემატიზაცია;
3. პრობლემების, , საკითხის  იდენტიფიცირების ადექვატურობა და გადაჭრის გზების ეფექტურობა;
4. მოსწავლეთა ინდივიდუალიზმი;
5. გამოყენებული წყაროები და ბიბლიოგრაფია;
6. ვებგვერდის/ბლოგის  დიზაინი და ჩაშენებული მოდულები;
 კონკურსის ჩატარების ვადები
 ბლოგების მოსამზადებელი სამუშაოები - არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა;
სკოლების მიერ საუკეთესო ბლოგების შერჩევა -არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა;
სკოლების მიერ ასოციაციაში საკონკურსო მასალის გადმოგზავნა - არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა;
ასოციაციაში შექმნილი კომისიის მიერ I ეტაპზე შერჩეული ბლოგების გამოვლენა -12 ნოემბერი;
გამარჯვებული ბლოგების პრეზენტაციები -  17 ნოემბერი;


კონკურსის ორგანიზტორია საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია
საკ.  ტელ: 577 37 64 64

Комментариев нет:

Отправить комментарий