პარტნიორები

ჩვენი ასოციაციის პარტნიორები არიან: Microsoft საქართველო და დიჯი-სოლთი




ყველას გსმენიათ კომპანია მაიქროსოფტის  შესახებ და ისიც კარგად იცით, რომ ჩვენთან არსებობს ამ კომპანიის ბიზნეს ორგანიზაცია  Microsoft საქართველოს სახით.  ეს წარმომადგენლობა პროექტებს ახორციელებს ქვეყნის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც გახლავთ Microsoft-ის მთავარი სტრატეგია - საერთო ორგანიზაციული პოლიტიკის ფარგლებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ლოკალური სპეციფიკა.  Microsoft საქართველო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. განათლების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი „პარტნიორები განათლებაში“ (Partners in Learning Memorandum), რომლის ფარგლებშიც განათლებაში ბევრი მიმართულებით მუშაობს და  ეხმარება საქართველოს განათლების სისტემას განვითარებაში.
 Microsoft საქართველო  ახორციელებს პირდაპირ ინვესტირებას განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად ისეთ პროექტებში, როგორიცაა:
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უახლესი მეთოდოლოგიების ადაპტირება/შემუშავება,
·         მასწავლებელთა პროექტების კონკურსი/კონფერენცია,
·         ონლაინ ტრენინგების სისტემის დანერგვა პედაგოგთა გადამზადებისთვის,
·         ინოვაციური კონკურსი დეველოპერი და კრეატიულად მოაზროვნე სტუდენტებისთვის,
·         განათლების სისტემის წარმადგენლების მიწვევა საერთაშორისო ღონისძიებებზე,
·         სპეციალური შეთავაზებები და პროგრამები უნივერსიტეტებისთვის,
·         თანამშრომლობა პროფესიული განვითარების ცენტრებთან.

 Microsoft-ი, როგორც ინოვაციების მსოფლიო ლიდერი, ფლობს უდიდეს გამოცდილებას და უამრავ რესურსს, რომელთა ლოკალურად დანერგვა პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება.


„დიჯი-სოლთს“ თავის მისიად მიაჩნია საკუთარი წვლილი შეიტანოს ცოდნის საზოგადოების მშენებლობაში, სადაც მოქალაქეების მიერ ინფორმაციის შექმნა, გავრცელება, გამოყენება და ინტეგრაცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობაა. მსოფლიო საზოგადოების განვითარების შესაბამისად „დიჯი-სოლთს“ მიაჩნია, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების ცვლილების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად „დიჯი-სოლთის“ სტრატეგიული მიზნებია: საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და განვითარება: განათლების სფეროში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
იხილეთ მეტი: http://www.dgsalt.org/

Комментариев нет:

Отправить комментарий