პროექტი - "ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად"



საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია აცხადებს პროექტს თემაზე: „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“. 
პროექტი განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან:







პროექტის მიზანი:
·         მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
·         შემოქმედებითი უნარების განვითარება;
·         კრიტიკული აზროვნება;
·         ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხიმგებლობის გააზრება;
·         ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
·         ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

პროექტის აქტივობები, მსვლელობა და ვადები

ეტაპები
აქტივობა
აქტივობის ფორმა
აქტივობის წარდგენის ფორმა
ვადა
შენიშვნა
1-ლი ეტაპი
პროექტში ჩართული სკოლების თვითწარდგენა

მოსწავლეებმა სასურველი ფორმით უნდა გააცნონ ერთმანეთს თავიანთი სკოლა, თემი, ქალაქი. 
წარდგენები იტვირთება/იწერება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის   სკოლის საკუთარ გვერდზე.
 1-9 თებერვალი


მე-2 ეტაპი

აფხაზი გოგოს დღიურისა და ანა ფრანკის დღიურის შედარებითი ანალიზი
ანალიზის საფუძველზე ესეს დაწერა: „ომის შუქ-ჩრდილები“.
კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ესე იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე.
10-24 თებერვალი
მე-3 ეტაპი

„აფხაზური კანტატას“   იდეური ანალიზი და   ამის  საფუძველზე ნახატის შექმნა “ფერებში დანახული იდეა“.
მოსწავლეებმა ფერების საშუალებით უნდა გამოხატონ ის ემოცია, შთაბეჭდილება, რომელიც ამ ნაწარმოების წაკითხვით მიიღეს.
კლასში/ჯგუფში შექმნილი ყველა ნახატი  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. ნახატებს თან უნდა ერთვოდეს ანოტაცია , სადაც განმარტებული იქნება ავტორის  ხედვა. 
25თებერვალი
-4 მარტი

შუალედური შეფასება - ონლაინ ჩართვა. ონლაინ ჩართვაზე ხდება შესრულებული დავალებების მონიტორინგი და შეფასება, ტექნიკურ პრობლემებზე საუბარი და სამი საუკეთესო ესეს გამოვლენა, რომლებიც გამოქვეყნდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. დრო-9 მარტი, 21.00სთ.


მე-4 ეტაპი

ფილმის - „სიმინდის კუნძული“ -  ნახვა და მისი განხილვა. 
დისკუსია ეწყობა თვითონ  სკოლებში , რომლის შემდეგაც მოსწავლეები ქმნიან  ჩანახატებს თემაზე: „ რაც მე მინდოდა მეთქვა“. ბავშვს შეუძლია ჩანახატში გადმოსცეს ან საკუთარი სათქმელი , ან -ავტორის.
ყველა ჩანახატი  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე.
5 მარტი-11 მარტი)
ფილმის ბმული
მე-5 ეტაპი

ნიკა ბაძაღუას კონკრეტული ლექსის მიხედვით, რომლის ბმულიც აქვეა მოცემული, ვიდეოს შექმნა.
ვიდეოს შექმნისას აუცილებელი პირობაა: ლექსი ქართულად უნდა წაიკითხონ და ტიტრები დაადონ აფხაზურად.
კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო ვიდეო  იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე 
12 მარტი-31 მარტი


პროექტის დასკვნითი ღონისძიება იქნება კონფერენცია, სადაც შეფასების შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს, ნახატისა და ჩანახატის ავტორი მოსწავლე/მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.  კონფერენციას დაესწრება პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგი. პედაგოგებს გადაეცემათ სერტიფიკატები. საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ პორტალზე. კონფერენციის ჩატარების ადგილი გეცნობებათ მოგვიანებით.

პროექტში ჩართვის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა 31 იანვრამდე.
მოგეხსენებათ, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით სასწავლო პროექტის განხორციელება უფროსსა და წამყვან პედაგოგს ეთვლება დამატებით საქმიანობად, რომელიც  ფასდება 0.5 კრედიტით. ამისთვის თქვენ სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტაცია თავისი რეფლექსიით უნდა ატვირთოთ თქვენს პირად პორტფოლიოში შესაფასებლად.
იმედი გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის და წარმატებას გისურვებთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий