სსემას საჯარო პრეზენტაცია
13 აპრილს პრლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა
ასოციაციის წარდგენა.
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია
(სსემა) პირველი საგნობრივი გაერთიანებაა ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს. ასოციაცია ოფიციალურად დაფუძნდდა 2017 წლის 3
მარტს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ახლადდაფუძნებული
ასოციაციის მიზნები, საქმიანობის ფორმები, სამომავლო გეგმები.
სსემა-ს მიზნებია:
· ერთიანი საინფორმაციო სივრცის
შექმნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთათვის
ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება - გამოყენების მიზნით;
· ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა პროფესიული სირთულეების გამოვლენა
და მათი გადაჭრის გზების ძიება;
·
სხვა საგნებთან ინტეგრირების
გზებისა და მეთოდების მოძებნა;
·
ქართულ და უცხოურ საგანანმანათლებლო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
Подписаться на:
Сообщения (Atom)