საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ (სსემა) კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

0
COM

 სსემამ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში არაერთი კონკურსი დაანონსა, რომლის ფარგლებშიც მრავალი სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას.  ორი მნიშვნელოვანი კონკურსის საფინალო ეტაპზე 20-ზე მეტი სკოლა იყო აქტიურად ჩართული. სსემამ სწორედ ამ სკოლებს უმასპინძლა საპარლამენტო ბიბლიოთეკაში გამართულ  ღონისძიებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ბაღათერ არაბული, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძე, ჟურნალისტი, პოეტი, მსახიობი, მწერალთა კავშირის წევრი სოფო ღლონტი და ახალგაზრდა პოეტი, ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე.
 შეხვედრის მთავარი კონცეფცია მიეძღვნა ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს. როგორც იცით, ,,იუნესკომ“ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. ერთ-ერთი კონკურსი, სახელწოდებით ,,მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი.., ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“ - ბარათაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციასა და მოსწავლეთა ანალიზის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეები ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდნენ: მწერლის ბიოგრაფია და მის შემოქმედებასთან დაკავშირებული დღეს არსებული პრობლემების ანალიზი.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებიც. ისინი ჩართულები იყვნენ კონკურსში ,,ეს საქართველოა“ - რომლის მიზანსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ჩართულობისა და ინტეგრაციის გაზრდა წარმოადგენდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა წარმოეჩინათ საქართველო, როგორც კულტურული, ისე ტრადიციული ღირებულებების გათვალისწინებით. ამ პროექტში გამოვლინდა ორი გამარჯვებული სკოლა: ხოჯორნისა და ზემო ოროზმანის საჯარო სკოლები (მარნეულის მუნიციპალიტეტი).
   გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას 100, 50 და 30 ლარიანი ვაუჩერები , სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები ასოციაციისგან .

 ,,მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი.., ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!“კონკურსის გამარჯვებულებები :

1-ლი  ადგილი --ქალაქ თბილისის # მე-10 საჯარო სკოლა
ამუნა  მინდიაშვილი
ვერიკო ტატიშვილი
მასწავლებელი - შორენა ბერელიძე

1-ლი ადგილი --ქალაქ თბილისის # მე-10 საჯარო სკოლა
ნანა  გაფრინდშვილი
საბა ხუციშვილი
ნათია გაბინაშვილი
თათია ტაბატაძე
საბა ბარბაქაძე
მასწავლებელი -ნათია  ჩაჩანიძე

მე-2 ადგილი --  ქალაქ თბილისის  #154 -ე საჯარო სკოლა
ლაშა გელაშვილი
ლილე  წულუკიძე
სერგო ჯიქია
ბარბარე  შარაშენიძე
სანდრო იაშვილი
მასწავლებელი - ეკატერინე შარაშენიძე

მე-3 ადგილი  --- სსიპ ქარელის  მუნიციპალიტეტის  სოფელი აგარის საჯარო სკოლის მეათე  კლასი
ნუცა  პაპიაშვილი
ვახტანგ  გოგინაშვილი
ნათია ლურსმანაშვილი
ლიკა ქველიძე
ლედი მამიჯანაშვილი
მასწავლებელი -მანანა მეყანწიშვილი

ქალაქ რუსთავის  23-ე საჯარო სკოლა
გვანცა გამყრელიძე,
ეკატერინე ნანავა,
თამარ თვბერიძე,
ნათია თავაძე
მასწავლებელი- ლელა კვარაცხელია

ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის XI კლასის
ქრისტინე გოგორიშვილი
გიორგი მჟავია
ლაშა სოხანეიშვილი
ქეთევან ბაღდავაძე
ნიკა კორძაძე
მასწავლებელი - ქეთევან ძაგნიძე

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა
შოთა  აბულაძე
თამარ ფანცულაია
ანა ღვამბერია
მასწავლებელი-სოფიო ღლონტი

კონკურსი----   ეს საქართველოა “
დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა
აიგუნ გასანოვა
აისუ რამაზანოვა
მასწავლებელი -ქეთევან შანიძე

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლა
მარტინა ვერმიშიანი
ლუსინე არზუმანიანი
ნელი მატოსიანი
ეთერა ავეტისიანი

მასწავლებელი -ლალი მარგიანი