კონფერენცია: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ქართული ენის გაკვეთილებზე“
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა
კონფერენცია
კონფერენციის სახელწოდება: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ქართული ენის
გაკვეთილებზე“
კონფერენციის მიზანი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საუკეთესო
გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის
უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
მასწავლებლებს საშუალება
ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა.
კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის
უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კონფერენციის თემა: ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი;
კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური
მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური
განათლების ხელშეწყობა.
კონფერენციის ეტაპები:
პირველი ეტაპი: მოხსენებების გადარჩევა
კომისია განიხილავს
კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველთა მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს და შემოსული მოხსენებებიდან შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს
კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.
მეორე ეტაპი: კონფერენცია
შერჩეული საუკეთესო
ნაშრომები წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.
კონფერენციაზე მოხსენებით
გამომსვლელთა რეგისტრაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის
მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო/კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლებს. კონფერენციაში მონაწილეობის
მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ
თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების
მსურველის განაცხადი (იხილეთ ბმული) გააგზავნოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა
ასოციაციის ელექტრონულ
ფოსტაზე: TAGSL@teacher.ge
ზემოხსენებული დოკუმენტაცია
მიიღება მხოლოდ ელექტრონულად არაუგვიანეს 2020 წლის 20 მარტისა.
პირველადი შერჩევის
შემდეგ გეცნობებათ დამატებითი დეტალები.
გისურვებთ წარმატებას!
კონფერენციაში მონაწილეობის
მიღების მსურველის განაცხადი
სახელი..................................................
გვარი
........................................................
პირადი ნომერი
.......................................
რაიონი/რეგიონი
.........................................
ელექტრონული მისამართი
..............................
ტელეფონის ნომერი
.................................................
სკოლა
......................................................
განაცხადის დანართები:
1. მოხსენება
მოხსენება წარმოდგენილი
უნდა იყოს: word-ის დოკუმენტი, არაუმეტეს ოთხი გვერდი, A4 ფორმატი, Sylfaen 11 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება
1,5.)
მოიცავდეს:
ü მოხსენების სათაური;
ü შესავალი (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი);
ü მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა (მაქსიმუმ
ორი გვერდი);
ü შედეგი (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
ü დასკვნა (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი);
ü გამოყენებული ლიტერატურა.
2. პრეზენტაცია
პრეზენტაციის ფორმა:
ზეპირი მოხსენების
თეზისები საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), მოხსენების რეგლამენტი - 15
წუთი (მაქსიმუმ 20 სლაიდი)
Подписаться на:
Сообщения (Atom)