კონფერენცია: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ქართული ენის გაკვეთილებზე“

1
COM

საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონფერენცია
კონფერენციის სახელწოდება: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ქართული ენის გაკვეთილებზე“
კონფერენციის მიზანი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კონფერენციის თემა: ინტეგრირებული გაკვეთილი; პროექტ-გაკვეთილი; კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში; საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში; ინოვაციური მეთოდები; საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
კონფერენციის ეტაპები:
პირველი ეტაპი: მოხსენებების გადარჩევა
კომისია განიხილავს კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის მსურველთა მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს და  შემოსული მოხსენებებიდან შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს  კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.
მეორე ეტაპი: კონფერენცია
შერჩეული საუკეთესო ნაშრომები წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე.
კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელთა რეგისტრაცია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო/კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.  კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით მასწავლებელმა/მასწავლებელთა ჯგუფმა, უნდა შეარჩიოს კონფერენციის თემა და აღნიშნულ თემაზე მომზადებული მოხსენება, პრეზენტაცია და კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი (იხილეთ ბმული) გააგზავნოს  სახელმწიფო ენის მასწავლებელთა
ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: TAGSL@teacher.ge
ზემოხსენებული დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ელექტრონულად არაუგვიანეს 2020 წლის  20 მარტისა.
პირველადი შერჩევის შემდეგ გეცნობებათ დამატებითი დეტალები.
გისურვებთ წარმატებას!

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი
სახელი..................................................
გვარი ........................................................
პირადი ნომერი .......................................
რაიონი/რეგიონი .........................................
ელექტრონული მისამართი ..............................
ტელეფონის ნომერი .................................................
სკოლა ......................................................
განაცხადის დანართები:
1. მოხსენება
მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: word-ის დოკუმენტი, არაუმეტეს ოთხი გვერდი, A4 ფორმატი,  Sylfaen 11 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1,5.)
მოიცავდეს:
ü  მოხსენების სათაური;
ü  შესავალი (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი);
ü  მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა (მაქსიმუმ ორი გვერდი);
ü  შედეგი (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
ü  დასკვნა (მაქსიმუმ ნახევარი გვერდი);
ü  გამოყენებული ლიტერატურა.
2. პრეზენტაცია
პრეზენტაციის ფორმა:
ზეპირი მოხსენების თეზისები საპრეზენტაციო ფორმატში (Power Point), მოხსენების რეგლამენტი - 15 წუთი (მაქსიმუმ 20 სლაიდი)