„ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა!”
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს პროექტს თემაზე: „ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა!”
კონსტიტუცია ადამიანის უმთავრესი მონაპოვარია და ის არის გარანტი ჩვენი საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა
და თავისუფლების. ამ პროექტის განხორციელების მიზანია საუბარი იმაზე, თუ როგორ
აისახა ქართულ ხელოვნებაში ეს ღირებულებები.
პროექტი განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების ყველა საფეხურის
მოსწავლეთათვის.
პროექტის მიზანი:
- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
- შემოქმედებითი უნარების განვითარება;
- კრიტიკული აზროვნება
- ქვეყნის ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების მიმართ საკუთარი პასუხიმგებლობის გააზრება;
- ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
- ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
პროექტის აქტივობები, მსვლელობა და ვადები
ეტაპები |
აქტივობა |
აქტივობის ფორმა |
აქტივობის წარდგენის ფორმა |
ვადა |
1-ლი ეტაპი |
რეგისტრაციის გავლა |
პროექტის ხელმძღვანელმა მასწავლებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია
და შეავსონ სპეციალური ფორმა |
სარეგისტრაციო ფორმა |
15/03/2021-მდე |
მე-2 ეტაპი |
პროექტში ჩართული სკოლების თვითწარდგენა |
მოსწავლეებმა სასურველი ფორმით უნდა გააცნონ ერთმანეთს
თავიანთი სკოლა, თემი, ქალაქი. |
წარდგენები იტვირთება/იწერება სპეციალურად პროექტისთვის
შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. |
22/03/-26/03/ 2021წ |
მე-3 ეტაპი |
პროექტის ლოგოს შექმნა |
ლოგოს წარმოდგენა შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმატით |
კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო
ლოგო იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ
გვერდზე. |
29/03/-02/04/ 2021წ |
მე-4 ეტაპი |
„პოდკასტის“[i] წარმოდგენა |
მოსწავლეებმა უნდა განიხილონ მათთვის სასურველი ლიტერატურული
ნაწარმოები, რომელშიც ასახული იქნება ეს თემა და წარმოადგინონ „პოდკასტის“ სახით
|
კლასში/ჯგუფში შექმნილი ყველა პოდკასტი იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. |
5/04/-14/04/ 2021წ. |
შუალედური შეფასება - ონლაინ ჩართვა. ონლაინ
ჩართვაზე ხდება შესრულებული დავალებების მონიტორინგი და შეფასება, ტექნიკურ პრობლემებზე
საუბარი და 5 საუკეთესო „პოდკასტის“ გამოვლენა, რომლებიც გამოქვეყნდება სპეციალურად
ამ პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. ონლაინ ჩართვა-17/04/2021 წ 20:00 საათზე |
||||
მე-4 ეტაპი |
„ფერწერული ტილო“ |
მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ მათ მიერ არჩეული ფერწერული ტილო/კომპოზიცი, რომელშიც
ასახული იქნება ეს თემა და ისაუბრონ, ავტორის მთავარ სათქმელზე (ყურადღება უნდა მიაქცეს
ფერებსა და გამოსახულებებს, მათ შორის არსებულ კავშირებს) |
ყველა ნამუშევარი იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის
შექმნილ საერთო Onenote-ის სკოლის საკუთარ გვერდზე. |
19/04/-30/04/2021წ |
მე-5 ეტაპი |
„მუსიკალური კომპოზიცია“ |
მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ მუსიკალური კომპოზიცია (ჟანრი თავისუფალია) და
ისაუბრონ იმ ემოციებზე, რა ემოციები აღუძრათ ამ მელოდიამ, დაასაბუთონ, რატომ ფიქრობენ,
რომ ამ მელოდიაში თავისუფლება „იკითხება“
და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება შერჩეული
მუსიკალური კომპოზიციის მიმართ. |
კლასში/ჯგუფში კონკურსის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო
ნამუშევარი იტვირთება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საერთო Onenote-ის
სკოლის საკუთარ გვერდზე |
3.05.-14.05. 2021წ |
[i] სიტყვა
Podcast-ი ინტერნეტში წარმოიშვა. ის მიღებულია ორ სიტყვისგან: Pod და Cast-ს. Pod-ი
წარმოშობილია ipod-ისგან და აუდიო პლეერს ნიშნავს, იგივეა რაც MP 3 პლეიერი. Cast-ი
კი სიტყვა Broadcast-ის ნაწილია . იგი ინგლისური სიტყვაა და ტელერადიო მაუწყებლობას
ნიშნავს. ახლა სიტყვა პოდკასტი რომ ვთარგმნოთ, გამოვა: გადაცემა MP 3 პლეერისთვის.
თვიდან პოდკასტი მხოლოდ მოსასმენ მასალას ნიშნავდა. მაგრამ დღეს უკვე ვიდეო პოდკასტებიც
არსებობს. შემოკლებით ვოდკასტი. VOD ნიშნავს „Video On Demand“ – „ვიდეო სურვილისამებრ“.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება იქნება ონლაინ კონფერენცია, სადაც შეფასების შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო ლოგოს, პოდკასტის, ფერწერულ ტილოსა და მუსიკალურ კომპოზიციაზე შექმნილი ჩანახატების ავტორი მოსწავლე/მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. კონფერენციას დაესწრება პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგი. პედაგოგებს გადაეცემათ სერტიფიკატები. საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ პორტალზე. კონფერენციის ჩატარების დრო გეცნობებათ მოგვიანებით.
პროექტში ჩართვის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსოთ ფორმა 15 მარტამდე. სარეგისტრაციო
ფორმა იხილეთ აქ
იმედი გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობის და წარმატებას გისურვებთ!